27 მაისი 2018,   11:37
ვრცლად
ლაგოდეხის საზღვარზე მესაზღვრეს იარაღი გაუვარდა, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

ლაგოდეხის საზღვარზე 26 წლის მესაზღვრე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ საზღვრის მეორე პუნქტზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მესაზღვრეს სამსახურებრივი იარაღი იმ დროს გაუვარდა, როცა ოფიციალურად გადაბარებას ახორციელებდა. იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ფაქტზე მოკვლევა კახეთის პროკურატურამ დაიწყო.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.

დღის ამბები