23 აპრილი 2024,   12:04
ვრცლად
ლაგოდეხის ნაკრძალამდე მისასვლელი გზა, რომელსაც სამი წელია, აგებენ - მოსახლეობა ტურისტების შემცირებაზე საუბრობს

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც უკვე სამი წელია, მიმდინარეობს - ლაგოდეხში, ვაშლოვანის ქუჩაზე, მცხოვრები მოსახლეობა დაწყებული პროექტის დასრულებას ითხოვს.

ეს სწორედ ის ქუჩაა, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალამდე მიდის და რომელიც ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველია.

აქ მცხოვრები მოსახლეობის უმეტეს ნაწილს გესთჰაუსები აქვს, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაოები უკვე სამი წელია, მიმდინარეობს, აყრილია ასფალტი, მოშლილია კომუნიკაციები და სახლებამდე მისასვლელი ხიდები. წვიმის მოსვლასთან ერთად იმღვრევა სასმელი წყალი, რომელიც ამ დროს სასმელად გამოუსადეგარია.

ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც კურიერს დაემალა, პირად საუბრებში ამბობს, რომ სანამ წყლის გაყვანილობა არ დასრულდება, გზას ვერ აკეთებენ. მხარის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი, კი ირწმუნება, რომ სამუშაოები უახლოეს ხანში დასრულდება.

თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და კორუფციაზე საუბრობს ოპოზიცია.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ბოტკოველი, დარწმუნებულია,  რომ დანგრეული გზების და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო, ლაგოდეხის ნაკრძალი და მთლიანად რაიონი ვიზიტორებს დაკარგავს.

 

 


ავტორი: ია გულიაშვილი

დღის ამბები