18 აპრილი 2024,   06:41
ვრცლად
უცენზურო შინაარსის ოფიციალური წერილი ოზურგეთის ვიცე-მერს - ბიზნესმენმა ქალაქის მერიას გინებით უპასუხა

უცენზურო შინაარსის ოფიციალური წერილი ოზურგეთის ვიცე-მერს - ადგილობრივმა ბიზნესმენმა გინებით ქალაქის მერიას უპასუხა, რომელმაც მისგან ოზურგეთის ბაზართან დაკავშირებული დოკუმენტაცია გამოითხოვა.

წერილის ავტორი ზურაბ გობრონიძე ყვება, რომ ტექსტი შეგნებულად დაწერა და მერიაში გაგზავნა. მისი თქმით, ეს არის მისი პასუხი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მუქარაზე. ოზურგეთის ბაზრის მფლობელი ამბობს, რომ მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ ის კაბინეტში დაიბარა და ბიზნესის წართმევით დაემუქრა.

უცენზურო წერილის ადრესატ ალექსანდრე სურგულაძეს ბაზრის მეპატრონის ბრალდებებზე საუბარი არ სურს.

ბიზნესმენის მუქარის შესახებ ბრალდებებს უარყოფს ოზურგეთის მერი, თუმცა კოტე შარაშენიძე ადასტურებს, რომ მერია გეგმავს, რომ ბაზრის ამჟამინდელ მეპატრონესთან დადებულ 30-წლიან საიჯარო ხელშეკრულებას გადახედოს.

დაპირისპირება მერსა და ზურაბ გობრონიძეს შორის 2017 წლის არჩევნებისას დაიწყო. ბიზნესმენს ბაზარი ყოფილმა მერმა, ბეგლარ სიორიძემ იჯარით გადასცა. ზურაბ გობრონიძე ამტკიცებს, რომ ახლად არჩეული მერი მის წინააღმდეგ ბრძოლაში ბაზრის მოვაჭრეებს იყენებს.

ავტორი: ლადო მენაბდე.

ამავე თემაზე
დღის ამბები