18 ოქტომბერი 2018,   08:12
ვრცლად
გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე - ყოფილი ბრალდებულის ოჯახის წევრებმა მანქანებში მოსასმენი აპარატურა იპოვეს

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ახალი ხმაურინი გაგრძელდება - მკვლელობის საქმეზე ყოფილი ბრალდებული ოჯახი, რომელიც რამდენიმეააათიანი დაკავების შემდეგ გამოუშვეს, ამტკიცებს, რომ სამართალდამცველებმა მას მანქანაში მოსასმენი აპარატურა დაუმონტაჟეს და როდესაც უცნობი პირები ავტომობილიდან აპარატის ამოღებას ცდილობდნენ, მათ ფაქტზე წაასწრეს. ვიდეოკადრებში, რომელიც ჭანტურიას დამ გადაიღო ჩანს, რომ ის ცდილობს ავტომობილში მყოფი უცხო პირის კამერით დაფიქსირებას, თუმცა ამაში ხელს პოლიციის უფროსი უშლის.

მარიამ ჭანტურია ვარაუდობს, რომ მის მანქანაში მოსასმენი აპარატურა მაშინ ჩააყენეს, როდესაც რამდენიმე დღის წინ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს. 

„ორი ნიღბიანი პირი ჩემს მანქანაში შემძვრალი იყო. მანქანა დაკეტილ მდგომარეობაში დავტოვე და საჭის ქვედა ნაწილი ჩამოტეხილი დამხვდა. არ ვიცი რა დანაშაულებრივ ნივთებს ცდილობენ რომ ჩადონ, რა მოსასმენი აპარატურა დაამონტაჟეს. ამასთან დაკავშირებით მინდა კიდევ გამოვთქვა, რომ ორი თვის უკან ჩამომართვეს მანქანა იმის გამო პატრულის ეკიპაჟმა რომ  უკანა სანომრე ნიშნები დავკარგე და შესაბამისად ჩემი მანქანის გადაყვანა მოხდა საჯარიმოზე. ზუსტად ერთი კვირის წინ მამაჩემიც იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდა. უკანა ნომრები დაკარგა და მისი მანქანის გადაყვანა მოხდა საჯარიმოზე. შესაბამისად  გვაქვს ეჭვი, რომ სავარაუდოდ ჩააყენეს მოსასმენი  აპარატურა და დღეს ცდილობდნენ ჩემი მანქანიდან ეს აპარატურა ამოეღოთ,“-განაცხადა გიორგი ჭანტურაიას დამ, მარიამ ჭანტურაიამ.

თავად გიორგი ჭანტურაია მომხდარს გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირებს. ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრების მანქანები იდენტური მიზეზით გადაიყვანეს საჯარიმო სადგომზე რაც საეჭვოა.

„მამაჩემი დაჯდა საჭესთან და დაახლოებით დაძვრიდან წუთიც კი არ იყო გასული, რომ პატრული აჩერებს გამიზნულს, რომ ჰგავს ყველაფერი და მამაჩემი გადმოდის და ხედავს რომ სანომრე ნიშანი მის მანქანას არ უკეთია. იგივე მოტივით გადაჰყავს მანქანა პატრულს. სამი-ოთხი დღე აჩერებენ და უბრუნებენ უკან მანქანას. ვარაუდობ, რომ ამ საქმეს უკავშირდება,“-განაცხადა გიორგი ჭანტურაიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ რომ ჭანტურაიების ოჯახის მიმართ სასამართლო განჩინების საფუძველზე ხორციელდებოდა თვალთვალი. 

დღის ამბები