25 აპრილი 2024,   18:51
ვრცლად
საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ჯარიაშენთან დაკავებული ელიზბარ მესტუმრიშვილი გათავისუფლებულია

საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენთან დაკავებული ელიზბარ მესტუმრიშვილი გათავისუფლებულია. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით 
ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის განაპირას ადგილობრივი ელიზბარ მესტუმრიშვილი გუშინ იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ჯარიაშენის განაპირას პირუტყვს მწყემსავდა და ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს. 

დღის ამბები