19 აპრილი 2024,   05:10
ვრცლად
"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ" გლდანის ბაზრებში 200 კგ-ზე მეტი ხორცი დალუქა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 200 კგ-ზე მეტი ხორცი დალუქა.

სააგენტოს თანამშრომლებმა გლდანის აგრარული ბაზრების სარეალიზაციო პავილიონები შეამოწმეს, სადაც ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა.

დაჯარიმდნენ ბიზნესოპერატორები, მავნე სურსათი კი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

სულ დალუქულია 200 კგ-ზე მეტი მსხვილფეხა საქონლისა და ქათმის იმპორტირებული ხორცი.

გარდა ამისა, შპს მერკადოს ხორცის სარეალიზაციო პავილიონს, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

დღის ამბები