18 აპრილი 2024,   11:13
ვრცლად
ესპანეთის პოლიციის კრიმინალური დეპარტამენტის გენერალური კომისრის ვიზიტი საქართველოში

ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიციის კრიმინალური დეპარტამენტის გენერალური კომისრის ოფიციალური ვიზიტი თბილისში - ელოი კუიროს ალვარესი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ესტუმრა.

კომისარმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, 112-ის , მიგრაციის და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა.

ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ორ ქვეყანას შორის არსებული საპოლიციო თანამშრომლობის და ერთობლივად ჩატარებული წარმატებული ოპერაციების შესახებ ისაუბრეს.

ქართულმა მხარემ სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები და საკანონმდებლო ცვლილებები გააცნო.  

მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის დეტალებიც განიხილეს, რომელსაც უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება. 

დღის ამბები