20 აპრილი 2024,   12:50
ვრცლად
რუსთავი2-ის საქმე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

რუსთავი2-ის საქმე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა.

ადამიანის უფლებების შესახებ გამოქვეყნებული ყოველწლიური დოკუმენტი მედიას სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შესმრულებელმა გააცნო.

2017 წლის შეჯამებისას სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის ადამიანისა და მშრომელთა უფლებების შემსწავლელმა ბიურომ მედიის თავისუფლების საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამი ტელევიზიის - იმედის, მაერსტროსა და ჯიდიესის შერწყმას, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლობის როლის შეცვლას, საბოლოო ჯამში, მედიაპლურალიზმის შემცირება მოჰყვა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად საუბრობენ მედიაპლურალიზმის პრობლემაზე და პოლიტიკური ზეწოლის ფაქტებზე, განსაკუთრებით იმ მედიასაშუალებების მიმართ, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ. ამ კონტექტში ანგარიშში კონკრეტულ მაგალითად მოყვანილია რუსთავი2-ის საქმე.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მხოლოდ სტრასბურგის სასამართლომ შეაჩერა და საქმის შესწავლა გადაწყვიტა.

მნიშვნელოვან საკითხებს შორისაა აფგან მუხთარლის გატაცების საქმეში სახელმწიფო სამსახურების სავარაუდო მონაწილეობა, სასამართლოს დამოკიდებლობაში ჩარევა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული პრობლემები. საუბარია ე.წ. გამყოფ ხაზებთან ოკუპანტების მიერ მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობებზე და ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ფაქტებზე.

დღის ამბები