20 აპრილი 2024,   02:18
ვრცლად
გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე - დაკავებული გიორგი ჭანტურიას დის მანქანაში ფარულ ვიდეო-აუდიო ჩაწერას ახორციელებდნენ 

ახალი დეტალები გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში - მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას და პოლიციამ გუშინ დააკავა და რამდენიმე საათში გაათავისუფლა.

მარიამ ჭანტურია ყვება, რომ პოლიციამ მის მანქანაში მოსასმენი აპარატურა დაამონტაჟა.

მან სამართალდამცავები მაშინ დააფიქსირა, როცა ისინი ავტომობილიდან აპარატის ამოღებას ცდილობდნენ.

ვიდეოკადრები მარიამ ჭანტურიამ გადაიღო, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს ავტომობილში მყოფი უცხო პირის კამერით დაფიქსირებას, თუმცა, ამაში ხელს პოლიციის უფროსი უშლის.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მოქალაქე მარიამ ჭანტურიას კუთვნილ ავტომობილში ფარულ ვიდეო-აუდიო ჩაწერას ახორციელებდა.

უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფარული თვალთვალი სასამართლო განჩინებით გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში ხდებოდა და 20 აპრილს სათვალთვალო აპარატურა მოიხსნა.

 

დღის ამბები