20 ოქტომბერი 2018,   13:47
ვრცლად
აშშ-ში ოკალას სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა

ამერიკელი სამართალდამცველები ფლორიდის სკოლაში მომხდარ სროლას იძიებენ.

ქალაქ ოკალას სკოლაში უფროსკლასელმა მოსწავლემ თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად დაშავდა ერთი სტუდენტი.

მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა დაზარალებულმა ინცინდენტის შესახებ Twitter-ზე დაწერა, რამდენიმე წუთში საკლასო ოთახში პოლიცია შეიჭრა და მსროლელი დააკავა.

გამოძიება ტერაქტის ვერსიას არ განიხილავს. ვარაუდობენ, რომ საქმე მოსწავლეებს შორის კონფლიქტს ეხება.

დღის ამბები