დემოკრატი კონგრესმენები დონალდ ტრამპის გარემოცვას, რუსეთთან კავშირების გამო, სასამართლოში უჩივიან.
დემოკრატიული პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა მანჰეტენის სასამართლოს სარჩელით მიმართა, სადაც დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის წევრებს რუსეთის ხელისუფლებასთან და რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობაში და ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს.
სარჩელში დონალდ ტრამპის სახელი არ დიგურირებს, თუმცა, დოკუმენტში მითითებული არიან ტრამპის უფროსი შვილი, პრეზიდენტის სიძე, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პოლ მანაფორტი და მისი მოადგილე, რიკ გეიტსი.
ტრამპის საარჩევნო შტაბში დემოკრატების სარჩელი "დამარცხებული პარტიის სასოწარკვეთილ ნაბიჯად" შეაფასეს.