19 ოქტომბერი 2018,   03:31
ვრცლად
ანტიკვარული ნივთების ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ანტიკვარული ნივთების ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლი გაქურდა და ძვირადღირებული ანტიკვარული ნივთები მოიპარა.

შსს-ს ცნობით, მოპარულ ნივთებს შორის იყო: რუსი პორტრეტისტის, ორესტ კიპრენსკის, მიერ 1817 წელს შესრულებული ნახატი, უცნობი ავტორის მიერ შესრულებული ასევე ანტიკვარული ნახატი, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის სპილოს ძვლის მოოქროვილი საჭე, 8 ანტიკვარული სკამი, გემის ანტიკვარული საჭე, ხალიჩა და სხვ.

პოლიციამ დაკავებულის ავტოფარეხის ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიების დასრულების შემდეგ ნივთები კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება.

გამოძიება ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დღის ამბები