20 აპრილი 2024,   16:43
ვრცლად
საუბარია სასამართლოს და კონკრეტული მოსამართლეების პოლიტიზირებაზე - გიორგი კანდელაკი 

„საუბარია სასამართლოს და კონკრეტული მოსამართლეების პოლიტიზირებაზე, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე,“ - ამ განცხადებით პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს მდივანი, გიორგი კანდელაკი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს  ეხმაურება.

კანდელაკი ანგარიშში მოყვანილ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საუბრობს.

„საუბარია სასამართლოს და კონკრეტული მოსამართლეების პოლიტიზირებაზე, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე, საუბარია პოლიტიკური ძალადობის ფაქტების არ გამოძიებაზე და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კორცხელის შემოქმედების არ დასჯაზე. რაც არ ჩაივლის უკვალოდ, არც ერთ შემთხვევაში, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე და, რა თქმა უნდა, ასევე მედია საკითხებთან დაკავშირებით, როგორ ხდება თითქმის მედიაველის ერთ ხელში კონცენტრირება,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

დღის ამბები