17 აპრილი 2024,   00:07
ვრცლად
თუ ეს იქნება პარტიული შეხვედრა, მაშინ, რა თქმა უნდა, დავესწრები - კახა კალაძე

„თუ ეს იქნება პარტიული შეხვედრა, მაშინ, რა თქმა უნდა, როგორც გენერალური მდივანი, დავესწრები,“ - ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ, გააკეთა.

კახა კალაძე უმრავლესობის შეკრებაზე მისვლას გეგმავს, თუკი შეხვედრა პარტიულ ფორმატში ჩატარდება.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და კახი კალაძე, რაჭაში ქართული ოცნების რეგიონალურ კონფერენციას დაესწრნენ.

„ჩატარდა პარტიული კონფერენცია, დავით მხეიძე იქნა არჩეული პარტიის თავმჯდომარედ, მინდა, წარმატებები ვუსურვო. ასევე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დღეს არის პარტიის დაფუძნების დღე - 21 აპრილი და მინდა, მივულოცო პარტიის ყველა წევრს, ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ზოგადად პარტიის განვითარებაში და მონაწილეობა  მიიღო. უმრავლესობის სხდომას არა, მაგრამ თუ ეს იქნება პარტიული შეხვედრა, მაშინ, რა თქმა უნდა, როგორც პარტიის გენერალური მდივანი, დავესწრები და, თუ ეს იქნება საპარალამენტო უმრავლესობის შეხვედრა, მაშინ არა,“  - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დღის ამბები