24 აპრილი 2024,   14:40
ვრცლად
ბრიტანელები დედოფალის დაბადების დღეს აღნიშნავენ

ბრიტანელები დედოფალის დაბადების დღეს აღნიშნავენ. ელისაბედ მეორე დღეს 92 წლის შესრულდა.

გაერთიანებული სამეფოს მონარქი 1926 წლის 21 აპრილს დაიბადა. სამეფო ტახტი კი 25 წლის ასაკში 1952 წელს დაიკავა და მას შედეგ მისი დაბადების დღე ყოველთვის სამეფო ტრადიციებით აღინიშნება.

დღესაც სამეფო კავალერიამ ჰაიდ პარკში და ლონდონის კოშკიდან ქვემეხებიდან ზალპები გაუშვეს. მოგვიანებით, დიდი ბრიტანეთის დედოფალი სპეციალურად მისთვის მიძღვნილ კონცერტს დაესწრება და საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

ამგვარად, 92 წლის ასაკში ელისაბედ მეორე საკუთარ ტრადიციას დაარღვევს. როგორც წესი, დღემდე მონარქი დაბადების დღეებს მხოლოდ ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნავდა.

დღის ამბები