20 აგვისტო 2018,   18:47
ვრცლად
უცხოეთში ქართულ სამრევლოებს დახურვა ემუქრება - საპატრიარქო შენობის ქირას და კომუნალურ გადასახადებს არ იხდის

ფინანსური კრიზისი ეკლესიაში - უცხოეთში ქართულ სამრევლოებს დახურვა ემუქრება. საპატრიარქო შენობის ქირას და კომუნალურ გადასახადებს არ იხდის. მღვდლებს კი არ აძლევენ გზის ფულს, რომ მეზობელ ქალაქებში მრევლთან მოსალოცად ჩავიდნენ.

საპატრიარქოს 25-მილიონიანი ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით კითხვები უკვე სასულიერო პირებსაც აქვთ.

„ეპარქიას რომ ხსნი საზღვარგარეთ და არ აფინანსებ, ესაა მარაზმი! კომედია!“ - წერს დეკანოზი მიუნჰენიდან საკუთარ განცხადებაში, რომელიც მამამ ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.  

სასულიერო პირი წერს, რომ უცხოეთში ქართული ეპარქიები ფინანსური კრიზისს განიცდიან და საპატრიარქოდან თანხას ვერ იღებენ. 

ეკლესიაში მწვავე ფინანსურ პრობლემებზე დებატები სოციალურ ქსელში დიდი ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მღვდლის, მამა თამაზ ლომიძის, საჯარო კითხვას მოჰყვა, რომლის ერთადერთი ადრესატიც საქართველოს საპატრიარქო იყო.

ეპარქიაში თანხების არარსებობის გამო, ეკლესიის არსებობაც საფრთხის წინაშეც დგას. გასულ წელს მამა თამაზ ლომიძემ მრევლს უთხრა, რომ ეკლესიის ქირას ვერ იხდიდნენ.

დასავლეთ ევროპის ეპარქია ერთადერთი არ არის, რომელიც ღრმა ფინანსური კრიზისის წინაშეა.

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი მეუფე დოსითეოზი ამბობს, რომ ამის მიზეზი შესაძლოა, საპატრიარქოს შიგნით არსებული მმართველი გუნდის არასწორი მენეჯმენტი იყოს.

საპატრიარქო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მილიონს ყოველწლიურად იღებს. მრევლის ინფორმაციით, თანხის ყველაზე დიდი ნაწილი თბილისის ეპარქიაში - პატრიარქის განკარგვის ქვეშ რჩება. სახელმწიფო დაფინანსების მეორე ნაწილი ბათუმის ეპარქიაში, პატრიარქის დისშვილთან - მაღალყოვლადუსამღვდელოეს დიმიტრისთან მიდის. თანხის მესამე ნაწილს კი სხალთელი მიტროპოლიტი სპირიდონი კურირებს.

სახელმწიფოსგან ეკლესიამ ბოლო 10 წლის განმავლობაში 250 მილიონი ლარი ოფიციალურად მიიღო, თანხები მთლიანად გადანაწილებულია.

 

დღის ამბები