20 აპრილი 2024,   09:51
ვრცლად
სპეცოპერაცია დერბენტში - დაღესტანში, პირველი მაისის დღესასწაულზე ტერაქტის მომზადების გამო 9 ადამიანი ლიკვიდირებულია

9 ადამიანი, რომელიც სამართალდამცვლების მტკიცებით, პირველი მაისის დღესასწაულზე დაღესტანში ტერაქტებს ამზადებდნენ, სპეცოპერაციის ფარგლებში, ლიკვიდირებული არიან.

ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, დერბენტში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილია ერთი სამართალდამცველი.

ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, ეჭვმიტანილები იარაღის დაყრისა და ჩაბარების შესახებ მათ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც სპეცრაზმმა ცეცხლი გახსნა. ამჟამად, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ტერაქტის დაგეგმვაში მონაწილე სხვა სავარაუდო პირების დასადგენად.

დღის ამბები