19 აპრილი 2024,   21:58
ვრცლად
არეულობა ერევანში-სამართალდამცავებმა ოპოზიციის ლიდერები დაკავეს და აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს

ერევანში ვითარება დაიძაბა - სამართალდამცველებმა ოპოზიციის ლიდერები დააკავეს და საპროტესტო აქცია დაარბიეს. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ მსვლელობის მონაწილეებს ადმინისტრაციულ ცენტრთან მიახლოების საშუალება არ მისცა. სამართალდამცველებთან მოლაპარაკება ნიკოლა პაშინიანმა სცადა და მათ ხალხის მხარეს გადასვლა ურჩია. მოლაპარაკების დროს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერი აიყვანა, რის შემდეგაც დემონსტრანტებს კორდონის გარღვევის მცდელობა ჰქონდათ. ძალოვანებმა მომიტინგეების დასაშლელად სპეცსაშუალებები გამოიყენეს, თუმცა ამით აქცია არ დასრულებულა. დემონსტრანტებმა სხვა ქუჩებზე გადაინაცვლეს და ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლებას ითხოვენ. საპროტესტო მსვლელობა ერევანში ნიკოლა პაშინიანის და სერჟ სარქისიანს შეხვედრის შემდეგ განახლდა. მოლაპარაკების მთავარი თემა პრემიერის განცხადება იყო, რომელმაც გადადგომის პირობები დაასახელა. მედიის ინფორმაციით, შეხვედრა მალევე დასრულდა. სარქისიანმა პაშინინი შანტაჟში დაადანაშაულა და შეხვედრა დატოვა.

დღის ამბები