20 აპრილი 2024,   16:36
ვრცლად
ზეწოლა და ფიზიკური შეურაცხყოფა პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მხრიდან - სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულები სინოდს მიმართავენ 

სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულები პროტოპრესვიტერ მამა გიორგი ზვიადაძის მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით დღეს წმინდა სინოდს მიმართავენ.

კურსდამთავრებულები საპატრიარქოს მმართველი ორგანოსგან კონკრეტული ფაქტების შესწავლასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

დღევანდელ ბრიფინგზე სასულიერი სემინარიის სტუდენტები იმ ფაქტებსაც გაასაჯაროებენ, რომელიც სემინარიასა და საპატრიარქოში ხდება. მათ შორის საუბარია თანხების გაფლანგვასა და სტუდენტების მიმართ არასამართლიან მოპყრობაზე.

„მოვითხოვთ დადგეს სინოდზე პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის საკითხი და ზოგადად სასულიერო სემინარიის პრობლემატიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული საკითხების არ განხილვის შემთხვევაში, ჩვენ იძულებულები ვიქნებით მივმართოთ ბრძოლის სხვა მეთოდებს. ანუ გადავიდეთ უკვე სამართლებრივ სფეროში და შესაბამისი ზომები გავატაროთ ამ მიმართულებით,“-განაცხადა სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულმა ლადო წითლიძემ.

გადაცემა P.S.-ში სიონის ტაძრის წინამძღვარი და სხვა სასულიერო პირები  ფიზიკურ შეურაცხყოფაში, სასულიერო აკადემიის სტუდენტების შემდეგ უკვე მრევლმაც დაადანაშაულა.

დღის ამბები