25 აპრილი 2024,   08:43
ვრცლად
სომხეთში დაუმორჩილებლობის მარში განახლდა 

სომხეთში დაუმორჩილებლობის მარში გრძელდება. ერევნის ქუჩებში საპროტესტო აქცია დღეს დილიდან განახლდა. სამართალდამცველებმა დემონსტრაციების ორგანიზატორი ნიკოლ პაშინიანი, რომელიც გუშინ დააკავეს, გაათავისუფლეს.

პაშინიანი მომხრეებს შეუერთდა. ამ წუთებში ასეულობით ადამიანი ერევნის ცენტრალური ნაწილისკენ მიემართება. მათი მოთხოვნა უცვლელია - მომიტინგეები პრემიერ მინისტრ სერჟ სარქისიანს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

პროტესტი სომხეთში უკვე მეათე დღეა გრძელდება. აქციები სამართალდამცველებთან შეტაკებების ფონზე მიმდინარეობს. დაკავებულ აქტივისტთა რაოდენობამ 270-ს გადააჭარბა.

დღის ამბები