25 აპრილი 2024,   13:05
ვრცლად
უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ პროპაგანდის ომის წინაშე ვართ - პრეზიდენტი 

"ჩვენ არ უნდა დავკარგოთ დემოკრატია ამ გამოწვევის წინაშე. მედიაგარემო უნდა იყოს თავისუფალი, მაგრამ ამავდროულად უნდა ვიყოთ კოორდინირებული," - განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ცივილიზებული სამყარო იმყოფება პროპაგანდისტულ ომში.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ გამოწვევის წინაშე აუცილებელია კოორდინირებული მოქმედება.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აუცილებელია ამ გამოწვევის დაძლევის გზების ძებნისას არ მოხდეს მედიის თავისუფლების შეზღუდვა.

„ჩემი აზრით, არსებობს ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც საერთო უნდა გვქონდეს, პირველი უნდა იყოს კოორდინაცია, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ პროპაგანდის ომის წინაშე ვართ , არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით ხორციელდება ის  სოციალური ქსელებით, დაფინანსებული მედია-ფორმატებით, თუ სხვა აქტივობებით, მიზანი ერთია პროცესის რადიკალიზება.

ჩვენ არ უნდა დავკარგოთ დემოკრატია ამ გამოწვევის წინაშე. მედიაგარემო უნდა იყოს თავისუფალი, მაგრამ ამავდროულად უნდა ვიყოთ კოორდინირებული და საერთო გზავნილები ჩამოვაყალიბოთ. საქართველოს კონტექსტი მჭიდროდ უკავშირდება რუსეთის საკითხს, მის საგარეო პოლიტიკასა და მეზობლებთან ურთიერთობას. მხედველობაში უნდა მივიღოთ ეს გამოწვევები და საფრთხეები“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები