20 აპრილი 2024,   04:08
ვრცლად
ქალბატონი ზახაროვა ახალს არაფერს არ ამბობს - დავით დონდუა

„ქალბატონი ზახაროვა ახალს არაფერს არ ამბობს,“- ეს განცხადება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ რუსეთის საპასუხოდ გააკეთა.

დავით დონდუა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მარია ზახაროვას გაკეთებული განცხადების  გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ერთეულებად წარმოჩენას.

„ქალბატონი ზახაროვა ახალს არაფერს არ ამბობს, ის აგრძელებს იმ რიტორიკას, რასაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო 10 წელია ცდილობენ, რომ წარმოაჩინონ, ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები დამოუკიდებელ ერთეულებად. აქ ჩვენი პოზიცია და საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია არის ძალიან მტკიცე და ის გამომდინარეობს საერთაშორისო სამართლიდან და ვერანაირი რიტორიკა ამ ფაქტს ვერ შეცვლის,“ - განაცხადა დონდუამ.

დღის ამბები