19 აპრილი 2024,   00:17
ვრცლად
ქეით მიდლტონი სამშობიაროში გადაიყვანეს - სამეფო ოჯახი მეხუთე მემკვიდრეს ელოდება

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ტახტის რიგით მეხუთე მემკვიდრეს ელოდება. ქეით მიდლტონს მშობიარობა დაეწყო და ლონდონის წმინდა მარიამის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პრინცი უილიამი და მისი მეუღლე მესამე შვილს ელოდებიან. ბავშვის სქესი უცნობია. სამეფო ოჯახის ახალი წევრის დაბადებას მედია წერილობით შეიტყობს. ბუკინგემის სასახლე ტვიტერის საიტზე განცხადებას გამოაქვეყნებს.

ქეითსა და უილიამს ქალ-ვაჟი ჰყავთ. უფროსი, პრინცი ჯორჯი 5-ის, პრინცესა შარლოტი კი სამი წლისაა.

დღის ამბები