20 აგვისტო 2018,   18:47
ვრცლად
"ჩვენ დავძლევთ ამ მავთულხლართებით შექმნილ ვითარებას, როგორც გერმანელებმა დაანგრიეს ბერლინის კედელი" - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე დისკუსიისას, ნატოს მომავალ სამიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ლიდერები შეძლებენ სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტის ახალი, ცივი ომის კონცეფციის საპასუხო დოკუმენტის შემუშავებას, რადგან საქართველო და სხვა პროდასავლური ქვეყნები საფრთხის წინაშე დგანან და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ.

"ჩვენ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიისას ვნახეთ ეტაპობრივი აღიარება ამ გამოწვევებისა. ვიფიქროთ, გვაქვს კი, პუტინის ახალ კონცეფციაზე - ცივი ომის მეთოდზე პასუხი?

ნატოს წარმომადგენლებმა რუსეთის ამ ახალი კონცეფციის საპირწონედ სამიტზე უნდა შეძლონ ახალი დოკუმენტის ჩამოყალიბება - ერთობილი პოლიტიკური დოკუმენტი უნდა შევქმნათ",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ჰიბრიდული ომი, რომელიც უკრაინაში 2014 წელს განხორციელდა საქართველოში 25 წლის წინ, 90 - იან წლებში დაიწყო.

"საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხი საქართველოს მოქალაქეები არიან, მიუხედავად იმისა, ვის აქვს კონტროლი ამ ტერიტორიებზე. საქართველო დაძლევს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ 4 საუკუნეა ამ ვითარებას ვებრძვით. ჩვენ დავძლევთ ამ მავთულხლართებით შექმნილ ვითარებას, როგორც გერმანელებმა დაანგრიეს ბერლინის კედელი,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს და ყველა მიმართულებით აქვს ინტენსიური დისკუსია, რომელიც ქმნის რეფორმების დღის წესრიგს.

"საქართველოს დღეს ევროსტრუქტურების და ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერის საჭიროება აქვს, რადგან რუსეთისაგან წამოსული საშიშროების წინაშე დგას. რუსეთის პოლიტიკა კი, რეგიონში აუარესებს უსაფრთხოების გარემოს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები