24 აპრილი 2024,   22:44
ვრცლად
სომხეთში სახალხო პროტესტს სამხედროები შეუერთდნენ

სომხეთში მიმდინარე სახალხო პროტესტს სამხედროებიც შეუერთდნენ. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აქციაში სამშვიდობო ბრიგადის მონაწილეობა დაგმო. თავად ჯარისკაცები არ აკონკრეტებენ სამხედრო ნაწილს, სადაც მსახურობენ და თუმცა აცხადებენ, რომ დღეს ისინი საკუთარი ხალხის გვერდით დგანან.

გავრცელებული ცნობით, სამხედროები 2016 წლის ყარაბაღის ომის მონაწილეები არიან. ანტისამთავრობო აქციები სომხეთში მეთერთმეტე დღეა მიმდინარეობს.

დემონსტრანტები სერჟ სარქისიანის გადადგომას მოითხოვენ. დილიდან გაიფიცნენ სტუდენტები და ქუჩები გადაკეტეს, რის გამოც მოძრაობა დედაქალაქის ცენტრში პარალიზებულია.

პარლამენტის სპიკერმა დაკავებული დეპუტატები მოინახულა, მათ შორის აქციის ორგანიზატორი ნიკოლ პაშინიანი და ხელისუფლებასთან დიალოგისკენ მოუწოდა.

დაპატიმრებულ ლიდერებთან შეხვდრას აპირებს სომხეთის ვიცე-პრემიერიც, რომელიც გენპროკურატურას დაკავებული ლიდერებისთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე შუამდგომლობის გაწვევას სთხოვს.

სომხეთის კანონმდებლობის თანახმად დეპუტატის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ნებართვა პარლამენტმა უნდა გასცეს.

ფოტო: "რადიო თავისუფლება"

დღის ამბები