19 აპრილი 2024,   05:37
ვრცლად
"ვისაც ეწყინა ცივი წყალი დალიოსო ნათქვამია და ჯერ არ ცხელა ისე, რომ ცივი წყალი დავლიო" - ჭიჭინაძე ამბობს, რომ დაპირისპირება წარსულს ჩაბარდა 

დაპირისპირებული მხარეების შეხვედრები „ქართულ ოცნებაში“ და მართველი გუნდის ახალი სტრატეგია - გაფართოებულ სხდომამდე „ქართული ოცნების“  წევრები პარტიაში მიმდინარე პროცესებზე პირისპირ შეხვედრებს მართავენ.

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძესა და დავით ჭიჭინაძეს შორის შედგა.

შეხვედრის შემდეგ დავით ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ყველა კითხვას, რაც მას ჰქონდა პასუხები გაეცა და შესაბამისად დაპირისპირება, რომელიც არსებობდა უკვე განვლილი ეტაპია.

„გავიარეთ ეს და ისტორიას ჩავაბარეთ და უკან მიბრუნება არ ღირს და დანარჩენი ქრონოლოგიურად რა როგორ ხდებოდა ეს თქვენ უფრო შეგიძლიათ , იმიტომ რომ ყველა გაქვთ არქივში. ნუ ეძებთ სხვა დინებებს, რაც იყო ყველაფერი ზემოთ დევს. ჩემსა და არჩილს შორის კითხვები ამოწურულია,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ და აღნიშნა, რომ მას არ შეუცვლია შეხედულებები და თუ იქნება ისევ მიღებელი პირობები ის არ მოერიდება შესაბამის შეფასებებს.

„ნაწყენობა როგორ შეიძლება. ვისაც ეწყინაო ცივი წყალი დალიოსო ნათქვამია და ჯერ არ ცხელა ისე, რომ ცივი წყალი დავლიო,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. 

დღის ამბები