24 აპრილი 2024,   11:35
ვრცლად
"რა შუაშია აქ შსს? სად არის აქ შავი პიარი? ნუ სურს პრეზიდენტს სხვა მოედანზე გადაიტანოს ეს დავა"-მათკაშვილი პრეზიდენტს პასუხობს

საქართველოს პრეზიდენტის უმწვავეს ბრალდებებს დღეს მმართველი გუნდიდან უპასუხეს. როგორც “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არავინ უმალავდა შეწყალებულ დამნაშავეთა შესახებ არსებულ სტატისტიკას.

დავით მათიკაშვილი პრეზიდენტს კონკრეტული კითხვებით მიმართავს და ინტერესდება სად დაინახა გიორგი მარგველაშვილმა შავი პიარი. 

„შემაკავებელი ორდერის გამოცემამდე ეს პიროვნება ციხიდან გამოვიდა. და ზუსტად ასეთი დანაშაულისთვის იყო ის ბრალდებული თავის დროზე. და როდესაც პრეზიდენტმა შეიწყალა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მოძალადე პირის მიმართ, აი ეს არის კითხვა. რა შუაშია აქ შინაგან საქმეთა სამინისტრო. სხვა მოედანზე ნუ სურს პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას გადაიტანოს ეს დავა. გასცეს პასუხი კონკრეტულ კითხვებს, სად არის აქ შავი პიარი, როდესაც საუბარია ძალიან კონკრეტულ ფაქტებზე,“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ბრალდებებს შპარგალკებით პროპაგანდისტული ომი და იეჟოვის ტერმინოლოგია უწოდა. აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის შეწყალებასთან დაკავშირებით გააკეთა.

როგორც მარგველაშვილმა "აჭარის ტელევიზიის" ეთერში განაცხადა, მსხვერპლი თავად მივიდა პოლიციის განყოფილებაში, თავად გააკეთა განცხადება, რომ მას საფრთხე ემუქრებოდა, ხოლო  როცა ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, რატომღაც ყველაფერი პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაბრალდა.

პრეზიდენტი შს სამინისტროს პასუხისმგებლობაზე საუბრობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები