25 აპრილი 2024,   18:50
ვრცლად
„პატრიოტთა ალიანსი" არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი" - ზაზა ბიბილაშვილი 

„პატრიოტთა ალიანსი" არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი, ეს პარტია შეიქმნა იმისთვის, რომ რასაც „ქართული ოცნება“ პირდაპირ ვერ ამბობს, ამ პარტიის ენით ბიძინა ივანიშვილმა თქვას,“- ეს განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა.

ოპოზიციის წარმომადგენლის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ფარულ დამოკიდებულებას რუსეთთან მიმართებაში, „პატრიოტთა ალიანსი“ ღიად ახორციელებს. ზაზა ბიბილაშვილმა ხელისუფლება და პატრიოტთა ალიანსი“ გააკრიტიკა.

„ამ პარტიის ენით ელაპარაკებოდა რუსეთს წლების განმავლობაში, ეს მანტიაც, გარკვეულწილად, მოიშორა, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე კვირის წინ კვირიკაშვილმა ყველა ის გზავნილი გაუგზავნა რუსეთს, რომელსაც რუსეთი წლების განმავლობაში ითხოვდა საქართველოსგან. ეს არის რუსეთისთვის ოკუპანტის სტატუსის მოხსნა და შუამავლის სტატუსის დაბრუნება. ამ რეალობაში განსხვავება ე.წ. „პატრიოტებსა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტაციას შორის, პრაქტიკულად, აღარ არსებობს. ის პროდასავლური იმიჯი, რომელიც ამ პარტიას ჯერ კიდევ შერჩა, შეიძლება ითქვას, ხავსს ეჭიდება,“- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში მორიგი კერძო, არაფორმალური ვიზიტისთვის ემზადება. საპარლამენტო ფრაქცია "პატრიოტების" თავმჯდომარე გიორგი ლომია მეხუთე დღეა, ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქში იმყოფება და წინასწარ მოლაპარაკებებს მართავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები