24 აპრილი 2024,   22:12
ვრცლად
პრობლემაა არა მხოლოდ ერთი მცირე ფრაქციის ვიზიტი მოსკოვში, არამედ ის, რომ ხელისუფლება ხელს აფარებს - სერგი კაპანაძე

„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში დაგეგმილი მორიგი ვიზიტის  გამო ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს.

„ევროპული საქართველოს“ შეფასებით, რუსეთში ქართველი კანონმდებლების თუნდაც არაფორმალური ვიზიტი განსაკუთრებით სახიფათოა, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც ქვეყნის პრემიერი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას საგანგებო წერილებს უგზავნის.

„ასეთი ტიპის ვოიაჟები არის ქვეყნისთვის ძალიან საზიანო. ასეთი ქვეყნის შთაბეჭდილება უქმნის რუსეთს, რომ საქართველოში არის გაზრდილი პრორუსული განწყობა, რომ საქართველოში მასთან ორმხირივი დიალოგი სურთ. უფრო დიდი პრობლემა არის, რომ სამწუხაროდ, ხელისუფლების დამოკიდებულებაში იგივე სენტიმენტები გვესმის. პრემიერ-მინისტრის გზავნილი და წერილი რუსეთს სწორედ ამას შეიცავდა, რომ ის არის მზად, ერთი ერთზე ელაპარაკოს რუსეთს და ამას ახლა „პატრიოტთა ალიანსი“ აგრძელებს. ამიტომ, პრობლემაა არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მცირე საპარლამენტო ფრაქციის ვიზიტი მოსკოვში, არამედ ის, რომ ხელისუფლება ამას აფარებს ხელს და იმეორებს იგივე გზავნილებს, როდესაც თვითონ საუბრობს რუსეთთან ურთიერთობაზე,“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში მორიგი კერძო, არაფორმალური ვიზიტისთვის ემზადება. საპარლამენტო ფრაქცია "პატრიოტების" თავმჯდომარე გიორგი ლომია მეხუთე დღეა, ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქში იმყოფება და წინასწარ მოლაპარაკებებს მართავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები