25 აპრილი 2024,   09:24
ვრცლად
ვარშავის სასამართლომ დონალდ ტუსკი დაკითხა

ვარშავის სასამართლომ დონალდ ტუსკი დაკითხა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სასამართლოს ჩვენება ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის საქმეზე მისცა.

2010 წლის სმოლენსკის ტრაგედიის დროს, რომელსაც პოლონეთის პოლიტიკური ელიტა ემსხვერპლა, დონალდ ტუსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.

სასამართლო ტუსკის კანცელარიის ხელმძღვანელისა და კიდევ 4 მაღალჩინოსნის საქმეს განიხილავს, რომლებიც ლეხ კაჩინსკის კატინში ვიზიტის მომზადებაზე იყვნენ პასუხისმგებლები. სასამართლომ ყოფილი პრემიერი მოწმის სტატუსით დაიბარა.

დონალდ ტუსკმა ჩვენების მიცემის დროს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზეც ილაპარაკა, რომელიც სმოლენსკის ტრაგედიას წინ უძღოდა.

ტუსკმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სოპოტაში გამართული შეხვედრა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა და არანაირი ანტისახელმწიფოებრივ შეთქმულება არ ყოფილა.

დღის ამბები