20 აგვისტო 2018,   13:19
ვრცლად
ქობულეთის შემოვლითი გზის 18-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია

ქობულეთის შემოვლითი გზის 18-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია, რაც მთლიანობაში თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს, დაახლოებით, ნახევარი საათით შეამცირებს.

მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნენ.

მაია ცქიტიშვილისა და ზურაბ პატარაძის შეფასებით, ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა რეგიონისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის დასრულების შემდეგაც გაადვილდება საავტომობილო მიმოსვლა.

ზღვისპირა ზოლიდან სატრანზიტო მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა ხელს შეუწყობს კურორტის ეკოლოგიურად გაჯანსაღებასა და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას.

დღის ამბები