ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში გააცილეს.
"მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესასრულებლად პირველი და მეორე ქვეითი ბრიგადის ნაკრები მიემგზავრება.
მისიის ჯარისკაცები მთლიანად ქართული წარმოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღიჭურვებიან.
გაცილების საზეიმო ცერემონიალს გორში საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა, საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.