19 აპრილი 2024,   05:47
ვრცლად
საქართველოს შეიარაღებული ძალები 2018 წლის განმავლობაში 5 მილიონ ლარამდე ღირებულების დაცვის საშუალებებს მიიღებს

საქართველოს შეიარაღებული ძალები 2018 წლის განმავლობაში 5 მილიონ ლარამდე ღირებულების, ქართული წარმოების რამდენიმე ათას კომპლექტ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს მიიღებს.

ახალი აღჭურვილობა სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ დელტაში მზადდება.

პროექტის ფარგლებში შეიარაღებულ ძალებს საერთო-საჯარისო დანიშნულების ჯავშანჟილეტი ემქეი-აი და საერთო-საჯარისო დანიშნულების ჩაფხუტი დე ეიჩ ემქეი-აი მიეწოდებათ.

ინდივიდუალური დაცვის საშუალებები ტარების სიიოლით და მაღალი სიჩქარის ტყვიის მიმართ მდგრადობით გამოირჩევა. აღჭურვილობის ტექნიკური მონაცემები, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების, ისე საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

დღის ამბები