19 აპრილი 2024,   22:24
ვრცლად
ირანის მუქარა და გაფრთხილება დონალდ ტრამპს

ირანის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს ურჩევს, ბირთვული შეთანხმება არ დატოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშინგტონს მკაცრი საპასუხო ზომებით ემუქრება.

ჰასან როუჰანიმ ეს განცხადება ქალაქ თაბრიზში მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ირანის ლიდერი მიიჩნევს, რომ 2015 წელს დასავლეთსა და თეირანს შორის დადებული შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები ყველა მონაწილე მხარემ უნდა შეასრულოს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ევროპელ მოკავშირეებს დოკუმენტში ცვლილებების შესატანად ვადა 12 მაისამდე მისცა. მისი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, თეირანს ეკონომიკური სანქციების დაწესებით დაემუქრა.

დღის ამბები