23 აპრილი 2024,   20:35
ვრცლად
სომხეთის რევოლუციის აქტივისტები ითხოვენ, რომ ვადამდელ არჩევნებამდე პრემიერი ხალხის წარმომადგენელი იყოს

სერჟ სარქსიანის გადადგომის შემდეგ ოპოზიციის აქტივისტები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობენ.

არმენ გრიგორიანი, რომელიც გადაცემა არჩევანში ერევნიდან ჩაერთო, ამბობს, რომ მოქმედი პარლამენტი ძველი შემადგენლობით უნდა შეიცვალოს და ამასთან, უნდა შეიცვალოს საარჩევნო კოდექსიც, რათა არჩევნების ჩატარება თავისუფალ და თანაბარ პირობებში მოხდეს.

სომხეთში ოპოზიციის აქტივისტი აცხადებს, რომ ახალი პოლიტიკური რეალობის წინაშე დადგა სომხეთი და ამჯერად პრემიერ-მინისტრი ხალხის წარმომადგენელი  უნდა გახდეს.

არმენ გრიგორიანი თვლის, რომ საარჩევნო კოდექსის შეცვლამდე ხალხის წარმომადგენელი უნდა დარჩეს ამ პოსტზე და მხოლოდ არჩევნების შემდეგ ახლადარჩეულმა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ახალი პრემიერი. 

დღის ამბები