17 აპრილი 2024,   01:44
ვრცლად
თბილისსა და ტალინს შორის შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ქალაქ თბილისსა და ქალაქ ტალინს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა კახა კალაძემ და ტალინის მერმა ტაავი აასმა მოაწერეს. 

მემორანდუმი თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გარემოს დაცვა, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ელექტრონული მმართველობა. წელს საქართველო და ესტონეთი დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავენ.

კახა კალაძემ ტაავი აასს თბილისის მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა. თბილისის მერის განცხადებით, ერთობლივი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ორ ქალაქს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას.

დღის ამბები