25 აპრილი 2024,   09:32
ვრცლად
"reuters"-ის ჟურნალისტებმა სირიიდან დაბრუნებული რუსი სამხედროები აღმოაჩინეს

სირიიდან რუსეთში დაბრუნებული დაქირავებული მებრძოლები სააგენტო reuters-ის ჟურნალისტებმა მოლკინოში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ სამხედრო ბაზაზე აღმოაჩინეს.

რეპორტიორები დამასკოდან ჩასულ თვითმფრინავს დახვდნენ და სამხედროებს ფარულად გაყვნენ. მათ სირიიდან რუსი სამხედროების დაბრუნების სამი შემთხვევა გადაიღეს.

მოსკოვი კი კონფლიქტში ჩართვის დღიდან ირწმუნება, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არაფერი საერთო აქვს დაქირავებულ სამხედროებთან, რომლებიც სირიაში საბრძოლველად მიდიან.

მოლკინოს ბაზაზე დისლოცირებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების მეათე ბრიგადა და გავრცელებული ცნობით, ამავე ბაზაზე გადიოდნენ წვრთნას უკრაინაში, სეპარატისტების მხარეს მებრძოლი დაქირავებული სამხედროები.

დღის ამბები