24 აპრილი 2024,   11:48
ვრცლად
ტრამპისა და მაკრონის შეთანხმება - ირანის პრეზიდენტი ბირთვული პროგრამის განახლებით იმუქრება

ირანის პრეზიდენტი დონალდ ტრამპისა და ემანუელ მაკრონის ინიციატივას მიუღებელს უწოდებს და ბირთვული პროგრამის განახლებით იმუქრება.

ჰასან როუჰანის განცხადებით, დასავლეთს 2015 წლის გარიგების შეცვლის უფლება არ აქვს. ახალი შეთანხმების დადების წინადადებით შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტები თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე გამოვიდნენ. მათი შეფასებით განახლებული ხელშეკრულება წინა დოკუმენტს უფრო მტკიცეს გახდის.

დონალდ ტრამპი გარიგებიდან გასვლით და ირანისთვის სანქციების განახლებით არაერთხელ დაიმუქრა. მაკრონის შემდეგ ამ საკითხზე კომპრომისის მიღწევას მასთან ანგელა მერკელიც შეეცდება, რომელიც ვაშინგტონში ორ დღეში ჩავა. 

დღის ამბები