20 აპრილი 2024,   20:04
ვრცლად
სომხეთის პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციამ ნიკოლ ფაშინიანი პრემიერობის კანდიდატად წარადგინა

სომხეთის პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციამ, საკუთარი ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერობის კანდიდატად წარადგინა. ფრაქცია „ელქ“-სა და მასთან მიბმულ ბლოკ „ცარუკიანს“ ამ დროისთვის პარლამენტში 40 მანდატი აქვს, პრემიერის ასარჩევად კი 53 დეპუტატის ხმაა საჭირო.

სომხეთის დედაქალაქი კი მთელი დღის განმავლობაში პარალიზებული იყო. ქალაქის ცენტრალური ქუჩების შემდეგ, დემონსტრანტებმა, აეროპორტის გზა და საქართველოსა და ირანისკენ მიმავალი ავტომაგისტრალები გადაკეტეს.

ოპოზიცია ხელისუფლებიდან მმართველი, რესპუბლიკური პარტიის ჩამოშორებას და სერჟ სარგსიანის შემდეგ, მისი მოვალეობის შემსრულებლის გადადგომასაც მოითხოვს. ერევნის ცენტრში, მასობრივი საპროტესტო აქცია საღამოს დაიწყო, სადაც ოპოზიციამ მხარდამჭერებს საკუთარ გეგმები და მოთხოვნები გააცნო.

დღის ამბები