26 აპრილი 2024,   01:04
ვრცლად
"უჩვენოდ გამოტანილი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გავაგრძელებთ შესაბამისად"- დავით ჭიჭინაძე "ქართული ოცნების" შეხვედრაზე არ მიიწვიეს

"დასასჯელი ბავშვივით ხომ არ მიმიყვანდნენ"- ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა, რომელიც "ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარე შეხვედრაზე არ მიიწვიეს. 

დეპუტატი არ მიწვევის მიზეზებზე საუბრობს და ვარაუდობს, რომ შეხვედრის თემა გუნდში არსებული დაპირისპირება არ არის და დღეს მმართველი გუნდი ამ  საკითხს არ განიხილავს. თუმცა დავით ჭიჭინაძის თქმით, თუკი მოხდა ისე, რომ შეხვედრაზე მისი და მისი თანამოაზრეების საკითხზე იმსჯელეს, მაშინ ის სათანადო განცხადებებს გააკეთებს.

“არიან ბიუროს წევრები და პარტიის ხელმძღვანელობა. მე სტატუსით ვერ გავდივარ და ახლა, დასასჯელი ბავშვივით ხომ არ მიმიყვანდნენ. მე ვფიქრობ, რომ სხვა საკითხებს გადიან, რომელიც ჩვენ არ გვეხება. თუ ჩვენ გვეხება, რა თქმა უნდა ლოგიკა მაგაში არის, რომ ჩვენ უნდა დავესწროთ. პირდაპირ გეუბნებით, რომ უჩვენოდ გამოტანილი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გავაგრძელებთ შესაბამისად პასუხს და საკმაოდ საინტერესოს. მოლოდინი არაფრის არ მაქვს, მე ვიცი რომ ჩვენ არ გვეხება ეს თემა. და თუ შეგვეხება მერე ვილაპარაკოთ მაგაზე შესაბამისად,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა უკვე ერთი საათია მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ ოფისში ამ შეხვედრას არ ესწრება დაპირისპირების მთავარი ფიგურანტი გედევან ფოფხაძეც. მისი თქმით, პარტიის პოზიცია არასწორია და შეხვედრას "ქართული ოცნება" სრული შემადგენლობით უნდა დასწრებოდა.  შეხვედრაზე არ მიიწვიეს არც ნუკრი ქანთარია. დეპუტატი ამბობს, რომ არსებულ პრობლემაზე თვალის დახუჭვით პრობლემა არ მოგვარდება. 

დღის ამბები