20 აპრილი 2024,   04:39
ვრცლად
მელანია ტრამპის ცვილის ფიგურა მადამ ტიუსოს მუზეუმში - აშშ-ს პირველი ლედის ქანდაკებაზე 20 კაციანი ჯგუფი მუშაობდა

ნიუ- იორკის მადამ ტიუსოს მუზეუმს ამერიკის პირველი ლედის ცვილის ფიგურა შეემატა. მელანია ტრამპის ახალი ქანდაკების პრეზენტაციას თეთრი სახლის ყოფილი პრესმდივანი შონ სპაისერი დაესწრო.

პირველ ლედის ცვილის ფიგურა ლურჯ კაბაში გამოაწყვეს, რომლიც მელანიას რესპუბლიკელთა დებატების დროს 2016 წლის მარტში ეცვა. ცვილის ფიგურაზე 20 კაციანი ჯგუფი მუშაობდა.

მათ დეტალურად შეისწავლეს პირველი ლედის აღნაგობა და ფიგურის დამზადებას 4 თვე მოანდომეს.

 

დღის ამბები