25 აპრილი 2024,   15:21
ვრცლად
„ეს ის ნაბიჯია, რომელიც გააერთიანებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს" - ფოფხაძე ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს. ფოფხაძის თქმით, ის აქამდეც ამბობდა, რომ ივანიშვილის დაბრუნდება პოლიტიკურ გუნდს გააერთიანებდა და არსებულ გამოწვევებზე სათანადო პასუხის გაცემის შესაძლებლობას მისცემდა.

„ეს ის ნაბიჯია, რომელიც გააერთიანებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და მისცემს საშუალებას, რომ იმ გამოწვევებს, რაც არის ჩვენ წინაშე, ღირსეულად გავცეთ პასუხი.

ნამდვილად მიმაჩნდა და აქამდეც ვამბობდი, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკურ სივრცეში გვაძლევს იმ დამატებით რესურსს, რაც მას, როგორც პოლიტიკოსს,იმ ავტორიტეტის სახით რაც მას გააჩნია, შეუძლია ქართულ პოლიტიკას შესძინოს“-აცხადებს გედევან ფოფხაძე.

გედევან ფოფხაძე და სხვა ე.წ. ურჩი დეპუტატები დღეს საპარლამენტო უმრავლესობის იმ შეხვედრაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა არ მიიწვიეს.

დღის ამბები