20 აპრილი 2024,   16:01
ვრცლად
„ქართული ოცნება“ პოლიტიკური კრახის პირასაა, რადგან ივანიშვილმა გადადგა ის ნაბიჯი, რასაც თავის დროზე მეორედ მოსვლას უწოდებდა“ - უსუფაშვილი

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებას არასაპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდში არსებული კრიზისით ხსნის. „შენების მოძრაობის“ ლიდერი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.

„ბიძინა ივანიშვილმა როგორ ჩანს გაისიგრძეგანა ის რეალობა, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური კრახის პირასაა და გადაწყვიტა გადაედგა ის ბოლო ნაბიჯი, რაც შეიძლება მას გადაედგ,. რასაც თავის დროზე მეორედ მოსვლას უწოდებდა თავად. ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ნიშნავს იმას, რომ ვინც დღემდე უძღვებოდა ქვეყანას, მთავრობას, პარლამენტს, სხვა სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობებს მათ ვერ შეძლეს საქმის კეთება. ეს არის უნიკალური შემთხვევა მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვებული პოლიტიკური ძალა, ერთ წელიწადში ამ ზომამდე მიდის, რომ სთხოვს თავის დამფუძნებელს-მოდი გვიშველე, თორემ ჩამოგვექცა თავზე ყველაფერიო,“-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები