19 აპრილი 2024,   06:17
ვრცლად
ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს

ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მის ბლოკში შემავალი ორი პარტიიდან ერთი- „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ უკანონოდ გოჩა ჯოჯუას გადაეცა;

„ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" ყოფილმა წევრმა, ყრილობა ბურჯანაძის და პარტიის მთავარი კომიტეტის გარეშე დანიშნა და თავმჯდომარის პოსტზე კენჭიც იყარა.

პარტიის წესდების დარღვევებით, საჯარო რეესტრმა გადაწყვეტილება რეგისტრაციაში გაატარა.

ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ გოჩა ჯოჯუამ პარტიის სახელი მას ივანიშვილის დახმარებით წაართვა და მის მიერ დაფუძნებული დემოკრატიული მოძრაობის დასაბრუნებლად ბრძოლას სასამართლოში იწყებს.

„ის ელემენტარული დაფინანსებაც კი, რომელიც ჩვენ მივიღეთ ჩვენი ამომრჩევლების დაფიქსირებული ხმების წყალობით, სარეკლამო დრო უფასო, რომელიც ასევე გვეკუთვნის და უნდა გამოგვეყენებინა საპრეზიდენტო არჩევნებზე, წარმომადგენლების დანიშვნის უფლება, რომელიც მეტ-ნაკლებად გარანტიას იძლევა იმისა, რომ არჩევნებზე ჩვენი ხმები დაცული იყოს, - ეს ყველაფერი წაგვართვეს და გადასცეს ადამიანებს, რომლებსაც არასდროს არავითარი შეხება არ ჰქონიათ დემოკრატიულ მოძრაობასთან.

გადასცეს ავანტიურისტთა ჯგუფს, რომელსაც ხელმძღვანელობდა სამწუხაროდ გოჩა ჯოჯუა საქმის კურსში ჩავაყენე პრემიერ მინისტრი, რომელიც თავიდან ძალიან შეწუხდა, მაგრამ შემდეგ რატომღაც ეს კომუნიკაცია შეწყდა,“-ამბობს ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე.

დღის ამბები