24 აპრილი 2024,   02:23
ვრცლად
"კარგია რომ ბუჩქებიდან აფთარი გამოძვრა" - შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს ტელედებატებში იწვევს

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს ტელედებატებში იწვევს. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ამბობს, რომ ყოფილმა პრემიერმა პასუხი უნდა გასცეს არაერთ შეკითხვას, რომელიც ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას და მის პირად ბიზნეს სარგებელს ეხება.

„საბანკო ოლიგარქიულმა რეჟიმმა გახსნა თავის უკანასკნელი სამაშველო რგოლი. მთავარი მტაცებელი გამოდის სააშკარაოზე. მე ვიწვევ ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ტელედებატებში, რათა მან გასცეს პასუხი კითხვაზე: "რატომ გადააქცია საქართველო თავის ბიზნეს კორპორაციად?" ძალიან კარგია, რომ ბუჩქებიდან აფთარი გამოძვრა. ახლა უკვე ჩვენი ხალხის ვაჟკაცობაზეა დამოკიდებული რამდენად დროზე იქნება ის გადაცემული ეროვნულ, პოლიტიკურ და სამართლებრივ მართლმსაჯულებას,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები