24 მაისი 2018,   10:15
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსის" ზესტაფონის საკრებულოს წევრი, მერიას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

"პატრიოტთა ალიანსის" ზესტაფონის საკრებულოს წევრი, მერიას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. გიგა გაბრიჭიძე ამბობს, რომ კახაბერ მახათაძემ ბიუჯეტიდან, საკუთარი კეთილდღეობისთვის 36 ათას 496 ლარი დახარჯა. მან საკუთრი კაბინეტისთვის ახალი მაგიდა შეუკვეთა, მოაწყო კანცელარია, საკუთარ რესტორანში კი მერიის სხვადასხვა ღონისძიებებისთვის ბიუჯეტის თანხას რიცხავს.

ეს იმ ფონზე, როცა გაბრიჭიძის თქმით, ზესტაფონში მაცხოვრებლებს, მერმა მატერიალური და სოციალური დახმარებები მოუხსნა.

„შეაჩერა ეს დახმარებები და რესტორნებისთვის, ტორტებისთვის და თავისი კეთილმოწყობისთვის ხარჯავს თანხებს. აქედან გამომდინარე, მინდა მივმართო შესაბამის უწყებებს, დაინტერესდნენ ზესტაფონის რაიონის მერიაში არსებული სიტუაციით და მოახდინონ რეაგირება,“ - განაცხადა გიგა გაბრიჭიძემ.

მერიაში "პატრიოტთა" ალიანსის ზესტაფონის საკრებულოს წევრის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

დღის ამბები