23 აპრილი 2024,   15:32
ვრცლად
სააპელაციო სასამართლოში ბიზნესმენ ბეგი გელენიძის პროცესი გაიმართა

სააპელაციო სასამართლოში ბიზნესმენ ბეგი გელენიძის პროცესი გაიმართა. დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

ბრალდება ყოფილ ბიზნესმენს თაღლითობას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და გადასახადებისგან თავის არიდებაში ადანაშაულებს.

მსჯავრდებულის ადვოკატის განცხადებით კი ბეგი გელენიძეს პროკურატურა უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებებით ედავება.

ადვოკატი საქმეში სამართალდამცველი ორგანოების მაღალჩინოსნების შესაძლო ინტერესების შესახებაც საუბრობს.

„საქმეში იკვეთება სავარაუდო დაინტერესება კონკრეტული პირების მხრიდან. ეს საქმე სამართლებრივ ჩარჩოებს არის გაცდენილი. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, პირველი ინსტანციის, გელენიძის ქმედება შეაფასა კანონიერად. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ბეგი გელენიძის ქმედება შეაფასა კანონიერად, საჯარო რეესტრმა ბეგი გელენიძის ქმედება შეაფასა კანონიერად და ამ დროს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ სრულიად დაუსაბუთებლად და კანონიერ ჩარჩოებს მიღმა დამნაშავედ სცნო ის,“ - განაცხადა ადვოკატმა, კახაბერ სოსელიამ.

დღის ამბები