18 ოქტომბერი 2018,   08:11
ვრცლად
ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა - „ქართული ოცნების“ ყრილობის შემდეგ გუნდის ლიდერები შესაძლოა, მართვის სადავეების გარეშე დარჩნენ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს ბიძინა ივანიშვილი 4 წლისა და ხუთი თვის შემდეგ დაუბრუნდა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. შეხვედრიდან გამოსულმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს და პოსტს ივანიშვილს უთმობს.

ექსპრემიერი „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაიკავებს, თუმცა ის პარტიის კანდიდატი არ იქნება. მმართველი გუნდის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ივანიშვილი მხოლოდ პარტიას უხელმძღვანელებს და პრემიერის პოსტზე დაბრუნებას არ აპირებს.

„ქართულ ოცნებაში“ დიდი ცვლილებებია. ორ კვირაში პარტიას ყრილობა ექნება, სადაც ახალი პოლიტსაბჭო უნდა დაამტკიცონ. „ქართული ოცნების“ მმართველ რგოლს პოლიტსაბჭოს 19 წევრი ჰყავს, მათ შორის 13 დეპუტატი, ერთი მერი და ერთიც ყოფილი მინისტრი. „კურიერის“ ინფორმაციით, მათი უმრავლესობა ყრილობაზე შეიცვლება, მათ შორის შესაძლოა, მართვის სადავეების გარეშე დარჩნენ კახა კალაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანია და ირაკლი კობახიძე, რომელიც პარტიის აღმასრულებელი მდივანია.  

როგორ და რა ნაწილში შეცვლის ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ხელმძვანელობას, უფრო მეტად ცნობილი მაისში პარტიის ყრილობაზე გახდება. იქამდე ივანიშვილის თავმჯდომარეობით მომავალ კვირას პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას წინ „ქართულ ოცნებაში“ მწვავე პოლიტიკური კრიზისი უძღვოდა.

ავტორი: თამთა ჯიქია.

ამავე თემაზე
დღის ამბები