24 მაისი 2018,   15:27
ვრცლად
მნიშვნელოვანი
საშიში და დაუსრულებლი კორპუსები - 150 მოსახლე ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ ცხოვრობს 

მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ დაუსრულებელ მრავალსართულიან კორპუსში 150 მოსახლე თვითნებურად ცხოვრობს. მათი სიცოცხლე ყოველდღიურად საფრთხის ქვეშაა. კორპუსიდან ჩამოცვენილმა სამშენებლო მასალამ 9 წლის გოგონა დააზარალა.

მოსკოვის გამზირზე, 38 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო, თუმცა მალევე შეჩერდა. სამუშაოების დაწყებიდან 11 წლის შემდეგ, 14 სართულიანი კორპუსის მშენებლობა დღემდე არაა დასრულებული. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მობინადრეს თანხა ბოლომდე აქვს გადახდილი. წლებია ხალხი 14 სართულზე ფეხით ადის და სიცოცხლისათვის საშიშ სადარბაზოში გადაადგილდება.

სამშენებლო მასალა შენობიდან თითქმის ყოველდღიურად ცვივა. დახმარების თხოვნით ხალხმა სამშენებლო კომპანიას და თბილისის მერიას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. კომპანიაში ეუბნებიან, რომ გაკოტრდნენ და მშენებლობის დასასრულებლად საჭირო თანხები აღარ აქვთ.

სამშენებლო კომპანია ”სასკოს” ოფისში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მშენებლობა 2019 წლისთვის დასრულება.

დედაქალაქის მერიამ საშიში საცხოვრებელი კორპუსის შესწავლა მხოლოდ ”კურიერის” მიმართვის შემდეგ დაიწყო.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი. 

დღის ამბები