25 აპრილი 2024,   19:06
ვრცლად
თაღლითური სქემის მსხვერპლი ქართველი მსმენელი - კრის რის საქართველოში ჩამოსვლა არ იგეგმებოდა 

თაღლითური სქემის მსხვერპლი ქართველი მსმენელი, რომელმაც ბრიტანელი მუსიკოსის კონცერტზე დასასწრები ბილეთები შეიძინა, თუმცა ორი კვირით ადრე გაირკვა, რომ მომღერალი საქართველოში ჩამოსვლას საერთოდ არ აპირებდა. კრის რის სახელის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულის თაღლითურად დაუფლებისთვის დღეს კონცერტის ორგანიზატორი ნოდარ კაკალაძე დააკავეს. დაზარალებული სულ 2 727 ადამიანი აღმოჩნდა.

ეჭვი რომ ორგანიზატორი იტყუებოდა, იმ კომპანიას გაუჩნდა, რომელიც კონცერტის ბილეთებს ყიდდა. ნუკრი კაკალაძემ მათ შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინა, თუმცა მათ კრის რის წარმომადგენელთან მაინც გადაამოწმეს და გაარკვიეს, რომ მუსიკოსთან შეთანხმება საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით არ არსებობდა. 

ნოდარ კაკალაძე მოლაპარაკებებზე თურქ პარტნიორთან ერთად დადიოდა, იურიდიული პასუხისმგებლობა კონცერტის ჩატარებაზე კი თავად აიღო. სატელეფონო საუბრისას ადვოკატმა განაცხადა, რომ კაკალაძე თაღლითურ სქემაში სავარაუდოდ მოტყუებით აღმოჩნდა.

ნოდარ კაკალაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მითვისებისთვის ბრალს დღეს ღამე წარუდგენენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი კაკალაძეს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

 

დღის ამბები